A1 ბანერი

პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულს 20 წელი შეუფარდეს-ხმაური სასამართლო დარბაზში (ვიდეო)

გასული წლის გახამურებულ საქმეზე ქობულეთში, სოფელ მუხაესტატეში მოხდარ დანაშაულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დღეს მოსამართლემ გამოაცხადა, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა.

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა გადაწყვეტილებით პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულ ბესიკ ტაკიძეს 20 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

გარდაცვლილი პოლიცელის ოჯახი ბალდებულისთვის უვადო პატიმრობის მისჯას ითხოვდა. ბესიკ ტაკიძეს გამოძიება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის განზრახ მკვლეოლობას ედავება, რაც ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

გასლი წლის ზახულში, ღამით სოფელ მუხაესტატეში 30 წლამდე ასაკის ბესიკ ტაკიძემ, პოლიციის სამმართველოს უფროსს ზურგის არეში დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. შემთხვევის შემდეგ ბრალდებულის ახლობლები აცხადებდნენ, რომ პოლიციელი ტაკიძეს წლების განმავლობაში სამართლებრივად დევნიდა რაც ტრაგიკული ინციდენტის მიზეზი გახდა.

გარდაცვლილის ოჯახი სასამართლოს ეზოში მოსამართლე გიორგი გრატიაშვილის გადაწყვეტილებას აპროტესტებს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...