პოლიციელის დაუმორჩილებლობისთვის სასამართლომ ანდრო ბარნოვი 350 ლარით დააჯარიმა

შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი და მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ანდრო ბარნოვი გორის რაიონულმა სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო, – ამის შესახებ შს სამინისტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენიტის უფროსი ნინო გიორგობიანი facebook -ში წერს.

"პოლიციელის დაუმორჩილებლობისთვის ანდრო ბარნოვს სასამართლომ 350 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა"- წერს გიორგობიანი. 

ცნობისთვის, შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი ანდრო ბარნოვი 16 ივლისს სოფელ ხურვალეთში ჩავიდა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის გადმოწევის ფაქტის გასაპროტესტებლად, სადაც იმ ტერიტორიაზე მომსახურე პოლიციელის მოთხოვნას არ დაემორჩილა და ქართველი სამართალდამცავები უმოქმედობაში დაადანაშაულა.

ბარნოვის მიმართ გამოძიება პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ფაქტზე დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...