პოლიციელებმა წაქცეულ დემონსტრანტს ხელკეტებით სცემეს და წიხლები ურტყეს (ვიდეო)

პარიზში, საპენსიო რეფორმის საწინააღმდეგოდ გამართული დემონსტრაციის დროს “სახელმწიფო უფლებამოსილების მქონე პირების მხრიდან ძალადობის გამო” საქმეს იძიებს ნაციონალური პოლიციის გენერალური ინსპექცია.

პროკურატურამ საქმის აღძვრის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მოვლენების ეპიცენტში, რესპუბლიკის მოედნის მახლობლად, მაჟენტის ბულვარზე, მყოფმა დამოუკიდებელმა ფოტორეპორტიორმა ნომან კადორეტმა (NnoMan Cadoret) პოლიციელების მიერ წაქცეული დემონსტრანტის ხელკეტებით ცემა და წიხლის რტყმა გადაიღო და შემდეგ ვიდეო ინტერნეტში ატვირთა.

პარიზში, ხუთშაბათს გამართულ დემონსტრაციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით 65000 კაცი მონაწილეობდა, ხოლო შრომის საყოველთაო კონფედრაციის მონაცემების თანახმად – 250000 კაცი.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად