პოლიციამ უინსტონ ჩერჩილის სახლიდან ოქროს უნიტაზის მოპარვაში ეჭვმიტანილი სამი პირი დააკავა

ბრიტანეთის პოლიციამ უინსტონ ჩერჩილის ოჯახიდან ოქროს უნიტაზაცის მოპარვაში ეჭვმიტანილი სამი პირი დააკავა. ინფორმაციას პოლიცია ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

ისინი ორგანიზებულ ქურდობაში არიან ეჭვმიტანილნი. დაკავებულთა შორის ორი 34 და 35 წლის მამაკაცია, ასევე ერთი ქალი- 36 წლის.

მანამდე, სამართალდამცველებმა ქურდობის ბრალდებით 66 წლის მამაკაცი დააკავეს.

სექტემბერში დაუდგენელმა პირებმა სახლიდან, სადაც უინსტონ ჩერჩილი გაიზარდა, 18-კარატიანი ოქროსგან დამზადებული უნიზატი მოიპარეს, რომელიც კანალიზაციას უკავშირდებოდა. ნივთის ქურდობის გამო, ბლენჰეიმის სასახლე დაიტბორა.

სასახლეში მსგავსი ინციდენტი არასდროს მომხდარა, ვინაიდან სასახლეში უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებია დაყენებული.

ოქროს უნიტაზი სასახლეში ჰერცოგ მალბოროს არისტოკრატიული ოჯახის მიერ დამონტაჟდა, გამოფენის ფარგლებში, რომელიც 12 სექტემბერს გაიხსნა. ხელოვნების ნიმუშების სერიას, რომლებიც იტალიელმა მხატვარმა მაურიციო კატელანომ შექმნა, „ამერიკა“ ჰქვია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად