პოლიციამ სტრასბურგის თავდასხმაში ეჭვმიტანილი მამაკაცის ფოტოსურათი გამოაქვეყნა

საფრანგეთის პოლიციამ სტრასბურგში, საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი მამაკაცის ფოტოსურათი გამოაქვეყნა. თავდასხმის შედეგად, მან ოთხი ადამიანი მოკლა და 11 დაჭრა.

სამართალდამცავი ორგანოები მას ამ დრომდე ეძებენ.

ფოტოსურათზე 29 წლის შარიფ შექატია გამოსახული, რომელიც სიმაღლით 1,80 სანტიმეტრია. მამაკაცს მუქი ფერის თმა, თვალები და წვერი აქვს.

როგორც სამართალდამცავები აღნიშნავენ, ეჭვმიტანილი ძალიან სახიფათო და სასტიკია.

11 დეკემბერს, საღამოს სტრასბურგში საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე თავდასხმა მოხდა. თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღით მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა.

მოგვიანებით, სამართალდამცავებმა ტერორისტის ვინაობის დადგენა შეძლეს. ის შარიფ შექატი აღმოჩნდა, რომელიც წარსულში რამდენჯერმეა ნასამართლევი. 12 დეკემბერს პოლიციამ ეჭვმიტანილთან დაახლოებული ხუთი ადამიანი დააკავა, ერთ-ერთი დაკავებული ტერორისტის ძმაა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად