პოლიციამ მინესოტაში მიმდინარე პროტესტის დროს 100-მდე ადამიანი დააკავა

სამართალდამცავმა ორგანოებმა შაბათს ღამით დაახლოებით 100 ადამიანი დააკავეს მინესოტაში აფროამერიკელი დანტე რაიტის გარდაცვალების შემდეგ მიმდინარე პროტესტის დროს. ამის შესახებ საზოგადოებრივი უსაფრთხოების სახელმწიფო დეპარტამენტის კომისარმა, ჯონ ჰარინგტონმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჰარინგტონმა არ დააკონკრეტა, თუ რა ბრალდება შეიძლება წაუყენონ დაკავებულებს.

პროტესტი მინესოტაში ზედიზედ მეექვსე დღეა გრძელდება. KARE-ს ინფორმაციით, პარასკევ საღამოს 500 – მდე ადამიანი შეიკრიბა ბრუკლინის ცენტრის პოლიციის განყოფილებაში. ქალაქის ხელისუფლებამ პარასკევ-შაბათს ღამით კომენდანტის საათი აღადგინა. მომიტინგეები არ ემორჩილებიან პოლიციის მოთხოვნებს. ზოგიერთმა მათგანმა სხვადასხვა საგნები ესროლა სამართალდამცავებს, ლაზერული მითითებით სცადა მათი დაბრმავება და ბარიერების გარღვევა. პოლიციამ ცალკე დააკავა ის, ვინც არ ემორჩილებოდა დაშლის ბრძანებას. პოლიციამ აჩვენა მომიტინგეების მიერ გამოყენებული საშუალებები – ბეისბოლის ჯოხები, ხელნაკეთი ფარები, საღებავების ბურთები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...