პოლიციამ, კახეთში დაჭრის მუხლით შუახნის მამაკაცი, ხოლო გარყვნილი ქმედების გამო ერთი არასრულწლოვანი ცხელ კვალზე დააკავა

შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდაში მოხდა .

გავრცელებული ინფორმაციით, 15 წლამდე ასაკის არასრულწლოვანმა ორ არასრულწლოვანზე გარყვნილი ქმედება განახორციელა, რის შესახებაც მოზარდების მამამ შეიტყო და შელაპარაკების დროს  არასრულწლოვანი ბიჭს ცივი იარაღით ყურის არეში დაზიანება მიაყენა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საგარეჯოს პოლიციასთან,  გიორგიწმინდას მოსახლეობის ნაწილმა მოზარდების მამის გათავისუფლება მოითხოვა. მათი ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი დამნაშავე არ არის და აფექტურ მდგომარეობაში მოქმედებდა.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად