პოლიციამ ასპინძაში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე 48 წლის მამაკაცი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ასპინძაში 1 პირი: 1971 წელს დაბადებული ბ.გ. დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაბა ასპინძაში,  ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1966 წელს დაბადებულ ბ.მ.-ს თავის  საცხოვრებელ სახლში დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. დაჭრილი  მამაკაცი   ადგილზე გარდაიცვალა.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე  მუხლით მიმდინარეობს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...