პოლიციამ 3 არასრულწლოვანი, რამდენიმე ობიექტის გაქურდვის ბრალდებით, დააკავა

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ -საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ფაქტზე სამი არასრულწლოვანი – 2002 წელს დაბადებული ო.კ., 2001 წელს დაბადებული ე.ბ. და 2004 წელს დაბადებული დ.შ. დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ,,ჯი პი სი”-ს აფთიაქი, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე კვების ობიექტი ,,ბავარიული გრილი”, ამავე ქუჩაზე მდებარე ტურისტული კომპანია ,, time 2 travel”-ის ოფისი და ნაფარეულის ქუჩაზე მდგარი „ბე-ემ-ვე“- ს მარკის ავტომანქანა გაქურდეს, საიდანაც სხვადასხვა დასახელების ნივთები მოიპარეს.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით.”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად