პოლიციამ 1 პირი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანა

პოლიციის თქმით, აღნიშნული პირი მას არ დაუკავებია და ნასვამი მდგომარეობის გამო, პარლამენტის ტერიტორიას განარიდა.

აღნიშნული პირი კონფლიქტში შევიდა პარლამენტთან, საპროტეტსო აქციის მონაწილეებთან, რის გამოც, პოლიციამ ამაზე რეაგირების სახით პირი აღნიშნულ ტერიტორიას განარიდა.

საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციას „ევროპული საქართველოს“, “პატრიოტთა ალიანსის” „ნაციონალური მოძრაობისა“ და მოძრაობა „ლელოს“ წარმომადგენლები სხვადასხვა ადგილებიდან მსვლელობით შეუერთდნენ. აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნა გარდამავალი მთავრობის პირობებში, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედი შემადგენლობის შეცვლაა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად