პოლიცია დედოფლისწყაროში 2 მოზარდს ეძებს

დედოფლისწყაროში 2 მოზარდი გაუჩინარდა. გავრცელებული ინფორმაცით არასრულწლოვნებმა მეზობლის ბავშვს დაუბარეს, რომ თბილისში აპირებდნენ წასვლას, რის შემდეგ ისინი არავის უნახავს.

მოზარდების ოჯახმა შსს-ს გუშინ მიმართა. პოლიციამ ძებნა დედოფლისწყაროსა და თბილისში გუშინვე დაიწყო.

როგორც “აიპრესს” შინაგან საქმეთ სამინისტროში განუცხადეს,  მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად