პოლიცია არ გამორიცხავს, რომ კალიფორნიაში მომხდარი თავდასხმა შესაძლოა ტერაქტი იყოს

კალიფორნიაში, ბარში მომხდარი თავდასხმა შესაძლოა ტერაქტს უკავშირდებოდეს. ABC7-ის ცნობით, ამის შესახებ ვერტურას მხარის შერიფმა განაცხადა. მისი თქმით, პოლიციამ ტერორისტული თავდასხმის ვერსია არ გამორიცხა.

“ჯერჯერობით უცნობია, ვინ იყო ეჭვმიტანილი … ჩვენ არ ვიცით, უკავშირდება თუ არა მოხმდარი ინციდენტი ტერორიზმს. როგორც მოგეხსენებათ, გამოძიება მიმდინარეობს და აღნიშნული ინფორმაცია მაშინ გახდება ცნობილი, როდესაც ეჭვმიტანილის ვინაობა ზუსტად დადგინდება “, – აცხადებს შერიფი.

როგორც ცნობილია, კალიფორნიაში, ბარში მომხდარ სროლაში ეჭვმიტანილი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. თუმცა, გარდაცვალების გარემოებები არ ხმაურდება.

უკანასკნელი მონაცემებით, სროლის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა, ინციდენტის დროს ასზე მეტი ადამიანი იყო დაწესებულებაში, მათ შორის უმრავლესობა სტუდენტი. თვითმხილველთა განცხადებით, მამაკაცმა მინიმუმ 30-ჯერ გაისროლა.

ინციდენტი Borderline Bar&Grill-ში, ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბარში სტუდენტური საღამო მიმდინარეობდა.

სტატიის ავტორი თაკო ჩხაიძე
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...