პოლიტოლოგი: ბურჭულაძის კარიერა მაშინ დასრულდა, როცა რეიტინგში ივანიშვილს გადაასწრო

„ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი“ სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ პირველი იყო ვინც პაატა ბურჭულაძის პიროვნული მოწონების მონაცემებში მაღაალი რეიტინგი მიუსამძიმრა.

როგორც პოლიტოლოგი „აიპრესთან“ საუბრისას აცხადებს, როდესაც გაირკვა რომ რეიტინგში პაატა ბურჭულაძე ბიძინა ივანიშვილს უსწრებდა ნათელი გახდა, რომ ბურჭულაძის პოლიტიკური კარიერის დასასრულის დასაწყისი დაიწყო.

„მე ვიყავი პირველი, ვინც ბატონ პაატას IRI-ს კვლევების შედეგები მიუსამძიმრა. ვსაუბრობ იმ კვლევაზე, რომლის მიხედვითაც აღმოჩნდა, რომ პოპულარობის კოეფიციენტის თანახმად ბურჭულაძეს ჰქონდა 75%, ივანიშვილს კი 23%. მე მაშინ პირდაპირ ვუთხარი ბურჭულაძეს, რომ აქედან იწყება დასასრული შენი პოლიტიკური კარიერის. ჯერჯერობით ეს სქემა სრული ძალით არ ამოქმედებულა, მაგრამ მავნებლობის უამრავი მაგალითი არსებობს“, – განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.

პოლიტოლოგი აქვე დასძენს, რომ ახლა ისეთი პერიოდია, როდესაც მამა შვილზე ვერ აიღებს პასუხისმგებლობას. აქედან გამომდინარე ის არც იმას გამორიცხავს, რომ პაატა ბურჭულაძე სააკაშვილის პროექტი იყოს, თუმცა ნაკლებად სავარაუდო ჰგონია ეს.

„გამორიცხული არაფერია, მაგრამ არაერთი საუბრისას სრულიად აშკარა იყო ბატონი პაატას განწყობა. მას დღესაც მტკივნეულად ახსოვს ის პეროდი, როდესაც 2008 წელს „ნაცმოძრაობის“ ლიდერებმა ერთადერთ სამშობლოს მოღალატე ადამიანად დაასახელეს. საქმე ეხებეოდა მის მონაწილეობას „ენ ტე ვე“-ს კონცერტში.

ბურჭულაძისა და სააკაშვილის ერთად გადაღებული ფოტოების გამოქვეყნება ძალიან სასაცილო და უსუსურია არგუმენტია. მე პირადად იმისთანა სურათები მაქვს გადაღებული სააკაშვილთან და ივანიშვილთან რომ ძნელი ასახსნელი იქნება რომელი უფრო მიყვარს“, – განუცხადა სოსო ცისკარიშვილმა „აიპრესს“. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად