“პოლიტიკური რეპრესიების ბრძანებებს ივანიშვილის აქედან გასცემს”, – “ოცნების” ოფისთან რურუას მხარდამჭერი აქციაა

“ქართული ოცნების” ოფისთან საპროტესტო აქციაა. ისინი გიორგი რურუას მიმართ პატიმრობის შეფარდებას აპროტესტებენ. აქციაზე შეკრებილები არიან მოძრაობა “შეცვალეს” წევრები, სამოქალაქო აქტივისტები და გიორგი რურუას მეგობრები.

აქციის მონაწილეებმა “ქართული ოცნების” ოფისს ყვითელი ლენტი შემოავლეს.

“ეს არის ლენტი, რომელიც არ უნდა გადავკვეთოთ, სადაც დანაშაულის ადგილია. ეს ადგილი “ქართულმა ოცნებამ” და ბიძინა ივანიშვილმა გახადეს დანაშაულის ადგილად. პოლიტიკური რეპრესიების ბრძანებები აქედან გაიცემა. ივანიშვილმა რურუას ციხეში გაშვებით საერთაშორისო პარტნიორები კიდევ ერთხელ მოატყუა და არ შეასრულა 8 მარტის კომპრომისული შეთანხმება”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ვალერიან ბუგიანიშვილმა მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებლი გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვტილების შეუსრულებლობაში დამნაშავედ სცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად