“პოლიტიკური პარასკევის” თანაწამყვანი ალექსი პეტრიაშვილი გახდა, ის გადაცემას ეკა მიშველაძესთან ერთად წაიყვანს

“პოლიტიკური პარასკევის” თანაწამყვანი ალექსი პეტრიაშვილი გახდა, ის გადაცემას მეუღლესთან ეკა მიშველაძესთან ერთად წაიყვანს. ყოფილი პოლიტიკოსი ამ პოზიციაზე ინგა გრიგოლიას შეცვლის.

გადაცემა პირველად დღეს გადის ეთერში ამ თანაწამყვანების შემადგენლობით.

ცნობისთვის ალექსი პეტრიაშვილი “თავისუფალი დემოკრატების” წევრი იყო. ის ასევე იყო სახელმწიფო მინისტრი ევროპული და ევროატლინტიკური ინტეგრაციის საკითხებში. 2014 წელს, როდესაც თავდაცვის მინისტრობიდან ირაკლი ალასანია მოხსნეს, ალექსი პეტრიაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც თანამდებობა დატოვა.

“ახლოვდება დიქტატურა, დემოკრატია საფრთხეშია, მე გადავდექი”, – თქვა მან სარკასტული ტონით და შევარდნაძის ინტონაციით.

2016 წელს მას შემდეგ რაც “თავისუფალმა დემოკრატებმა” საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა და პარტიაში განხეთქილება დაიწყო პეტრიაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც პარტიაც დატოვა და პოლიტიკაც. ისე ჟურნალისტიკაში წავიდა.

ინგა გრიგოლია რჩება თავისი საავტორო გადაცემა “რეაქციის” ავტორი და წამყვანი და ასევე ამზადებს საარჩევნოდ ახალ გადაცემას, რომელიც ეთერში შაბათობით გავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად