პოლიტიკური მხარეები პრეზიდენტის რეზიდენციაში შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს აწერენ

ევროკავშირის ოფისიდან პოლიტიკურ მოლაპარაკებებში ჩართუმა მხარეებმა პრეზიდენტის სასახლეში გადაინაცვლეს, სადაც გაგრძელდა შეხვედრა.

ამ წუთებში მხარეები ხელს აწერენ შარლ მიშელის დოკუმენტს. დოკუმენტს ხელს არ აწერენ პარტიები – “ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველო” და “ლეიბორისტული პარტია”. თუმცა, ცალკეული პოლიტიკოსები ინდივიდუალურად აწერენ ხელს. მათ შორის სალომე სამადაშვილი და დავით ბაქრაძე.

შეხვედრა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა, შემდეგ კი სიტყვით გამოვიდა ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და ასევე ამერიკის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.

შეხვედრას ონლაინ ჩაერთო შარლ მიშელი.

შეხვედრას ხელი მოაწერეს: დავით ბქარაძემ [ინდივიდუალურად], სალომე სამადაშვილმა [ინდივიდუალურად], ალეკო ელისაშვილმა [მოქალაქეები], მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ [ლელო], ზურაბ ჯაფარიძემ, ვახტანგ მეგრელიშვილმა [გირჩი], არჩილ თალაკვაძემ, შალვა პაპუაშვილმა [ქართული ოცნება], ხათუნა სამნიძემ [რესპუბლიკური პარტია], გიორგი ვაშაძე [სტრატეგია აღმაშენებელი].

კომენტარები
იტვირთება...