პოლიტიკოსები ტატამზე – 2015 წლის გამიშვი-დამაკავე

2015 წელი არაორდინალური მოვლენებით დატვირთული აღმოჩნდა. მართალია, 2014 წლის 26 დეკემბრის დაპირისპირების წონა არ ჰქონია, როცა  „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა პარლამენტის სხდომათა დარბაზის ტრიბუნებიდან „იფრინა“, მაგრამ საკანონმდებლო ორგანოს არც 2015 წელს აკლდა მსგავსი ინცინდენტები. 

სუბელიანი-ბუკია

უახლესი „ჩხუბი“ პარლამენტში 18 დეკემბერს მოხდა. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის" წევრი კობა სუბელიანი და "ქართული ოცნების" დეპუტატი გიგა ბუკია დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება საარჩევნო ცვლილებების კოდექსის განხილვამ გამოიწვია. ოპოზიციამ ხელისუფლება საარჩევნო კოდექსის საკუთარ თავზე მორგებაში დაადანაშაულა.

გოგი წულაია-ზურაბ სარალიძე

24 დეკემბერს საინფორმაციო სააგენტო "ქუთაისიპოსტის" მიერ ქუთაისში საახალწლო მორთულობის თემაზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ დისკუსიაზე ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დისკუსიის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე შეხვედრაზე მყოფი "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია და ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის საექსპლუატაციო ობიექტების განყოფილების უფროსი ზურაბ სარალიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირებას საჯარო მოხელის მხრიდან მაგიდის აყირავება მოჰყვა.

გაბაშვილი-ვოლსკი

10 დეკემბერს პარლამენტის ფოიეში დეპუტატები გიორგი გაბაშვილი და გია ვოლსკი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. შელაპარაკება  „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერთა შესახებ რეზოლუციას მოჰყვა. 

ლორთქიფანიძე-მინაშვილი

2 ოქტომბერს პარლამენტის სხდომათა დარბაზში  დეპუტატები  დათო ლორთქიფანიძე და უმცირესობის წევრი აკაკი მინაშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების მიზეზი პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია გახდა, რომელსაც "რუსთავი 2"-ის მხარდასაჭერად "თავისუფალი ზონის" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მართავდნენ.

პიჯაკის შემოხევა

2 ოქტომბერს ქუთაისში პარლამენტთან გამართულ აქციაზე დეპუტატ დათო ლორთქიფანიძეს პიჯაკი შემოახიეს. აქციის მონაწილეები პარლამენტთან დილიდან შეიკრიბნენ და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხარდასაჭერ აქციას მართავდნენ.


ღვინიაშვილის ცემა

14 სექტემბერს გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატს გიორგი ღვინიაშვილს კახელი მევენახეების აქციაზე ხელი დაარტყეს. გურჯაანის აქციის მონაწილეებმა ყურძნის ფასის მომატების მოთხოვნით ცენტრალური გზა გადაკეტეს. აქციის საკოორდინაციო შტაბს მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ღვინიაშვილი ხელმძღვანელობდა.

 მარშანიას კადრში შეჭრა

22 ოქტომბერს "პატრიოტთა ალიანსის" წევრი ადა მარშანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტს, როდესაც ის რესპონდენტებისგან პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის დროს ინტერვიუებს იღებდა, პირდაპირ ეთერში შეეჭრა და  უთხრა:

"ჩემგან ინტერვიუს აღება რუსთავი 2-ს არასოდეს უნდოდა და არც ახლა უნდა. თქვენ ხართ გაფუჭებული, გატუტუცებული ტელევიზია. . .  ვიცი, რომ პირდაპირ ეთერში ვარ, სხვანაირად როგორ მაჩვენებთ მე. ამის მიუხედავად, არასოდეს ვიქნები რუსთავი 2-ის დახურვის მომხრე“.

თამარ ხაჭაპურიძის კომიტეტში შეჭრა

26 ნოემბერს ადამიანის  უფლებათა  დაცვისა  და სამოქალაქო  ინტეგრაციის  და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე, სადაც პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს უსმენდნენ, ასოციაცია "მომავლის იმედი"-ს დამფუძნებელი თამარ ხაჭაპურიძე შეიჭრა. თამარ ხაჭაპურიძე პროკურატურისგან ჩვილი ბავშვების გაყიდვის ფაქტზე გამოძიების დასრულებას ითხოვდა.

დაპირისპირება ტელეკომპანია კავკასიის ეთერში

ტელეკომპანია კავკასიის ეთერში, ბიზნესმენ ვალერი შოშიაშვილს და ადვოკატ ბექა ბასილაიას შორის დაწყებული სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

 წიწილებიანი კვერცხების სროლა

22 აპრილს გურჯაანის გამგეობაში "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს წიწილებიანი კვერცხები ესროლეს . დაპირისპირება გამგეობის შენობასთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრების გამოჩენამ გამოიწვია. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად