Politico: ჯონ ბოლტონს ტრამპთან უთანხმოება ჰქონდა, რასაც არ მალავდა

აშშ-ს პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკას დახურული შეხვედრის დროს აკრიტიკებდა. ინფორმაციას Politico წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი აშშ-ს პრეზიდენტთან თავის  უთანხმოებას არ მალავდა. კერძოდ, ის აღშფოთებული იყო ტრამპის გადაწყვეტილებით, რომელმაც მოძრაობა “თალიბანის” ლიდერების ლიდერები კემპ დევიდში აშშ-ს პრეზიდენტის გარეუბანში მდებარე რეზიდენციაში მიიწვია. ჯონ ბოლტონის თქმით, ეს 11 სექტემბრის ტერაქტის შედეგად მსხვერპლთა ოჯახების მიმართ უპატივცემულობის გამოვლინება იყო.

გარდა ამისა, ჯონ ბოლტონმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ჩრდილოეთ კორეასა და ირანთან ნებისმიერი მოლაპარაკება “მარცხისთვის იყო განწირული”. მისი თქმით, ამ ქვეყნებს მოლაპარაკება მხოლოდ სანქციებისგან გათავისუფლებისთვის მიზნით სურთ.

დონალდ ტრამპმა ჯონ ბოლტონი პოსტიდან 10 სექტემბერს გაათავისუფლა. ის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის თანამდებობას წელიწადნახევარი იკავებდა. ამერიკის ლიდერმა არაერთხელ განაცხადა, რომ მის მრჩეველს მკაცრი შეხედულებები ჰქონდა, მაგრამ ის მის შეკავებას ახერხებდა.

18 სექტემბერს, ჯონ ბოლტონის თანამდებობა რობერტ ო’ბრაიენმა დაიკავა, რომელიც მანამდე პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი იყო მძევლების საკითხებში.

ჯონ ბოლტონის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, დონალდ ტრამპმა ყოფილ მრჩეველთან არსებული პრეტენზიების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ბოლტონს ვენესუელის საკითხთან დაკავშირებით არასწორი შეხედულება ჰქონდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად