პოეტი ზურაბ რთველიაშვილი გარდაიცვალა

პოეტი ზურაბ რთველიაშვილი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.

“მშვიდობით, მეგობარო! შევხვდებით უკეთეს სამყაროში, სადაც მხოლოდ პოეზიის დიქტატურა იქნება..” – წერს მწერალი თეონა დოლენჯაშვილი სოციალურ ქსელში.

ზურაბ რთველიაშვილი დაიბადა 1967 წელს, ქალაქ ყარაგანდაში, ყაზახეთში. 1990-იან წლებში გამოდიოდა პოეტური პერფორმანსებით დავით ჩიხლაძესთან, შოთა იათაშვილთან და სხვებთან ერთად. 2010 წელს შვედეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო, სადაც განაგრძო ცხოვრება და შემოქმედებითი საქმიანობა.

ზურაბ რთველიაშვილი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მძიმე სენს ებრძოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...