“პლეხანოვზე” ავტომანქანამ ძაღლს გადაუარა, არ გააჩერა და ტერიტორია დატოვა (ვიდეო)

მომხდარი ფაქტის ამსახველ ვიდეო კადრებს და ინფორმაციას სოციალური ქსელის მომხმარებელი ქეთი ზვერიაშვილი( Keti Zveriashvili) ავრცელებს.

გამომდინარე იქიდან, რომ ვიდეო კადრებში რამდენიმე არასრწულოვანია, რომელთა იდენტიფიცირება შესაძლებელია, “აიპრესი” მხოლოდ ფატის ამსახველ კადრებს გთავაზობთ.

ქეთო ზვერიაშვილი: “უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე !!! ეს ვიდეო არის დღეს გადაღებულიი !!! ბავშვი კი რომელიც ტრასაზე სიმწრისგან გდია არის ჩემი დისშვილი!!! კადრში კარგად ჩანს როგორ მოდის დასახლებულ პუნქტში გადაჭარბებული სიჩქარით მანქანა! ძაღლს რომელიც ეკუთვნის ჩემს დიშვილს ზედ უვლის და არ ამუხრუჭებს! აქვე ავღნიშნავ რომ შეიძლება შიშის ნიადაგზე ბავშვიც შევარდოდა მანქანას! ბავშვი არის შოკურ მდგომარებაში და ვერ გამოგვყავს მდგომარეობიდან… აქვს სერიოზული სტრესი!!! მოგმართავთ საზოგადოებას როდემდე უნდა ვითმინოთ ეს უსამართლობა! დღეს ჩემმა დიშვილმა მიიღო ფსიქოლოგიური ტრამვა.. ხვალ შეიძლება თქვენი ოჯახის წევრები აღმოჩნდნენ ასეთი სისასტიკის წინაშე!! გთხოვთ გააზიაროთ ეს ვიდეო მაქსიმალურად რომ მივიდეს პიროვნებამდე რომელმაც სტრესში ჩააგდო ჩემი ოჯახი! პიროვნებით მოხსენიებაც კი ზედმეტია ესეთი არსებისთვის! დროა სამართალი აღორძინდეს! და ესეთი არაადამიანები დაისაჯონ კუთვნილი სასჯელით!!! შენ თუ ამ ვიდეოს უყურებ როგორ მდგომარეობაში ჩააგდე ჩემი დისშვილი უბრალოდ მინდა გითხრა რომ გრცხვენოდეს!!! ბავშვს რომ ესე ტოვებ შუა ქუჩაში ძირს დაგდებულს ისე რომ არც კი აჩერებ რომ უბრალოდ დახედო შენ ღირსი ხარ რომ ეს სასჯელი შესაბამისად მოიხადო!!! გააზიარეთ მაქსიმალურად!!!” – წერს  facebook-ში.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით “აიპრესი” შსს-ს დაუკავშირდა.

უწყების ინფორმაციით, “სატრანსპორტო საშუალების დადგენის მიზნით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები”.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად