პლასიდო დომინგო სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს

რამდენიმე ქალმა ესპანელი ოპერის ვარსკვლავი პლასიდო დომინგო სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.

ქალები ირწმუნებიან, რომ მომღერალმა ისინი სექსუალური ურთიერთობაში დაარწმუნა, სანაცვლოდ კი მათ როლებსა და კარიერაში წარმატებას დაჰპირდა.
საერთო ჯამში, პლასიდო დომინგო სექსუალურ შევიწროებაში რვა მომღერალმა და ერთმა მოცეკვავემ დაადანაშაულა. სავარაუდო დაზარალებულების განმარტებთ, უცენზურო შეთავაზებები მათ 1980-იან წლებში მიიღეს.

ასევე, თეატრის რამდენიმე ათეულმა მსახიობმა დაადასტურა, რომ ისინი პლასიდო დომინგოს მხრიდან „მიუღებელი საქციელის მოწმენი არიან“. თავად ოპერის მომღერალი ყველა ბრალდებას უარყოფს.

პლასიდო დომინგოს მთლიანობაში 147 როლი აქვს შესრულებული. ჩაწერილი აქვს ასზე მეტი სრული ოპერა, გამოირჩევა ენების ფლობით და ამ ენებზე არიების შესრულებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად