პლანეტის 10-მა უმდიდრესმა ადამიანმა ერთ დღეში 18 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა

14 აგვისტო, წლის განმავლობაში ამერიკული სააქციო ბირჟისთვის მომდევნო ცუდ დღედ იქცა: ინდექსმა Dow Jones თითქმის 3,05% დაკარგა, თითქმის ამდენივეთი დაიწია Nasdaq-მა (-3,02%), S&P 500-მა კი 2,93%-ით.

ამის შედეგად კი, როგორც Forbes წერს, მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანის ქონება თითქმის 18 მილიარდი აშშ დოლარით შემცირდა.

ყველაზე მეტად Forbes-ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგის ლიდერი, Amazon-ის დამაარსებელი ჯეფ ბეზოსი დაზარალდა, მისი ქონება 3,5 მილიარდი აშშ დოლარით შემცირდა. 3,2 მილიარდი აშშ დოლარით შემცირდა Facebook-ის დამაარსებლის მარკ ცუკერბერგის ქონება, ხოლო LVMH-ის გენერალური დირექტორისა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ბერნარ არნოს ქონება – 3 მილიარდი აშშ დოლარით.

ერთადერთი მილიარდერი რეიტინგის ათეულიდან, რომლის ქონებაც არ შეცვლილა, ეს ნიუ-იორკის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგია.

14 აგვისტოს ამერიკული საფონდო ბირჟის დაცემის მიზეზი გახდა ინფორმაცია რეცესიის მოახლოების შესახებ, გერმანიის ეკონომიკის დაცემა მეორე კვარტალში და ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპების შენელება.

მიმდინარე წლის განმავლობაში წინა მსგავსი ყველაზე ცუდი დღე 5 აგვისტოს დაფიქსირდა. მაშინ პლანეტის უმდიდრესმა ადამიანებმა საერთო ჯამში 23 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგეს. მაშინ ყველაზე მეტად კი ბერნარ არნო დაზარალდა, რომლის ქონებაც 4 მილიარდი აშშ დოლარით შემცირდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...