პიტერ სზიარტო: NATO-მ საქართველოს უკვე პოზიტიური მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს

ამის შესახებ უნგრეთის ვაჭრობისა და საგრეო საქმეთა მინისტრი პიტერ სზიარტო, ბათუმში საერთაშორისო კონფერენციის „საქართველო – ევროპული გზა“ ფარგლებში, ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს.

„საქართველოში უნგრელი ტურისტების რიცხვმა შესაძლოა მოიმატოს. ეს კი საქართველოს ავიახაზების მიერ თბილისსა და ბუდაპეშტს შორის ფრენების საშუალებით მოხდება.

ჩვენ მზად ვართ, ამ კუთხით საქართველოს ხელი შევუწყოთ. ვიზეარი, რომელიც უნგრეთში დარეგისტრირებული ავიაკომპანიაა, საქართველოში უმსხვილეს კომპანიას წარმოადგენს. ის 18 ქვეყანაში ახორციელებს ფრენებს. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის გაფართოებას უჭერს მხარს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროკავშირის სამომავლო წარმატების მნიშვნელოვან ნაწილად განვიხილავთ. ვაცნობიერებთ, რომ რაც უფრო ბევრნი ვართ, მით უფრო ძლიერები ვიქნებით.

რაც შეეხება ნატო-ს, მან საქართველოს უკვე პოზიტიური მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს. ჩვენ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმის გააქტიურებას ვემხრობით.“ – განაცხადა პიტერ სზიარტომ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...