პირველკლასელთა რეგისტრაციის მორიგი ეტაპი ხვალ დაიწყება-პროცედურები

პირველკლასელთა რეგისტრაციის მორიგი ეტაპი ხვალ, 13 ივნისს დაიწყება

2019-2020 სასწავლო წლისათვის საჯარო სკოლაში პირველკლასელთა რეგისტრაცია განხორციელდება 4 ეტაპად:

I ეტაპი: მოსწავლის რეგისტრაცია და სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება – 2019 წლის 25 მარტიდან – 5 აპრილის ჩათვლით.

რეგისტრირდებიან მხოლოდ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები.

ბავშვის რეგისტრაციის მიზნით, მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა მიმართოს მისთვის სასურველ საჯარო სკოლას. აღნიშნულ ეტაპზე ბავშვის რეგისტრაციას ახორციელებს ის საჯარო სკოლა, რომელსაც მიმართავს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.

ბავშვის სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროებას აფასებს მულტიდისციპლინური გუნდი. მულტიდისციპლინური გუნდის დადებითი დასკვნის (სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების) საფუძველზე, სკოლა ჩარიცხავს ბავშვს სკოლაში. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მულტიდისციპლინური გუნდის მიერ არ დადასტურდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, ბავშვის რეგისტრაცია ჩაითვლება გაუქმებულად და მისი პირველ კლასში რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება მომდევნო ეტაპებზე დადგენილი წესის შესაბამისად.

II ეტაპი: მოსწავლის რეგისტრაცია და სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება – 2019 წლის 2 მაისიდან 17 მაისის ჩათვლით.

რეგისტრირდებიან მხოლოდ ის მოსწავლეები – რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია; რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

რეგისტრაციას ახორციელებს საჯარო სკოლა.

III ეტაპი – საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია განხორციელდება – 2019 წლის 21 მაისიდან – 12 ივნისის ჩათვლით.

რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება ელექტრონულად, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზე.

III ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენა განხორციელდება 2019 წლის 13 ივნისიდან – 21 ივნისის ჩათვლით ჩათვლით.

IV ეტაპი: მოსწავლის რეგისტრაცია და სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება – 2019 წლის 25 ივნისიდან – 5 ივლისის ჩათვლით.

რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, წინა ეტაპებზე დარჩენილ თავისუფალ ან გამოთავისუფლებულ ადგილებზე, იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე.

2019-2020 სასწავლო წელს, პირველ კლასში რეგისტრაცია შესაძლებელია იმ ბავშვებისათვის, რომელთაც ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებისთვის შესრულებული აქვთ 6 წელი და მათი ასაკი არ აღემატება 10 წელს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...