პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოსა და მაკედონიის ეროვნული ნაკრებების მატჩში ანგარიში 1:1-ია

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოსა და მაკედონიის ეროვნული ნაკრებების მატჩი 1:1-ია. გუნდები შესვენებაზე ამ ანგარიშით გავიდნენ.

ანგარიში საქართველოს ნაკრების უპირატესობით დაიწყო. საქართველოს 19 წლის ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ შესანიშნავად ითამაშა და 11 მეტრიანი გამოიმუშავა. მატჩის 13-ე წუთზე პენალტი ზუსტად შეასრულა თორნიკე ოქრიაშვილმა  და ანგარიში გაიხსნა.

მატჩის 33-ე წუთზე, მოედნის ცენტრში დაშვებულ შეცდომას გორან პანდევის კარგი თამაში და სტეფან რისტოვსკის გოლი მოჰყვა.

ერთა ლიგის C ლიგის ჩვენივე ჯგუფის მეორე მატჩი პარალელურად მიმდინარეობს სომხეთსა და ესტონეთს შორისაც. იმ შეხვედრაში მასპინძლები მინიმალური ანგარიშით 1:0-ს იგებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად