პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს და ჩრდილო მაკედონიას შორის მატჩში ანგარიში არ გახსნილა

საქართველოს ნაკრები „დინამო არენაზე” პლეი ოფის ფინალურ მატჩში მაკედონიას მასპინძლობს

„დინამო არენაზე” საქართველოს და ჩრდილო მაკედონიის გუნდების უაღრესად დიდი მნიშვნელობის მატჩის პირველი ტაიმი დასრულდა.

შეხვედრის პირველი 27 წუთი ისე მიიწურა, რომ გუნდებს მწვავე მომენტი არ შეუქმნიათ. 28-ე წუთიდან ქართველ ფეხბურთელთა არსებული მცირე ტერიტორიულ უპირატესობას მათ მიერ მეტოქის კარისკენ განხორციელებული დარტყმები მოჰყვა, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია და ქართველ ფეხბურთელთა უპირატესობის მიუხედავად ტაიმი 0:0 დასრულდა

პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები ასეთი შემადგენლობით თამაშობდა:
გიორგი ლორია, ოთარ კაკაბაძე, საბა კვირკველია, გურამ კაშია, ლაშა დვალი, ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი, თორნიკე ოქრიაშვილი, ვახო გვილია, ვატო ყაზაიშვილი, ნიკა კაჭარავა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად