პირველი ქართული მედლები “თბილისი 2015-ზე ძიუდოისტებმა მოიპოვეს

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის სპორტული ნაწილი, გუშინ, 27 ივლისს გაიხსნა.

დღეს ასპარეზობაში ძიუდოისტებიც ჩაერთვნენ და სწორედ მათ მოუტანეს საქართველოს ოლიმპიურ ფესტივალზე პირველი მედალი.

ზურაბ კახნიაშვილმა 50 კგ. წონით კატეგორიაში ჩეხი მეტოქე, დავიდ ვოტაპი ვაზარით დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

55 კგ. წონით კატეგორიაში კი თემურ ნოზაძემ, ჰოლანდიელი თანატოლი სტივენ კილმანი დაამარცხა და ისიც ბრინჯაოს მედალის მფლობელი გახდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად