ოქტომბრიდან სკოლის პედაგოგების ხელფასი 150 ლარით იზრდება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ პედაგოგებს 2022 წლამდე ყოველ შემოდგომაზე განსაზღვრული სქემით მოემატებათ ხელფასები.

2019 წლის ოქტომბრის დასაწყისში ყველა პედაგოგს, რომელსაც აქვს სტატუსი და მინიმუმ 15 საგაკვეთილო საათი, ანაზღაურება გაეზრდება 150 ლარით.

კერძოდ:

– უფროსი მასწავლებლებლები მიიღებენ 1011 ლარს

– წამყვანი მასწავლებლები – 1435 ლარს

– მენტორი მასწავლებლები – 1745 ლარს

– ხოლო მეტი საგაკვეთილო საათის შემთხვევაში, კიდევ მეტს!

პედაგოგებს, რომლებსაც 15 საგაკვეთილო საათზე ნაკლები ექნებათ, საშუალოდ 100 ლარით გაეზრდებათ ანაზღაურება. მიმდინარე წლის შემოდგომაზე სისტემას ეყოლება 33 000 პედაგოგი, რომელთაც სტატუსი აიმაღლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, პროცესშია შესაბამისი საბიუჯეტო ცვლილებები.

პედაგოგებისთვის ანაზღაურების ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება და ეტაპობრივად განხორციელდება ისე, რომ 2022 წლისათვის მათი ანაზღაურება იქნება:

– უფროსი მასწავლებელი – 1700 ლარი

– წამყვანი მასწავლებელი – 2135 ლარი

– მენტორი მასწავლებელი – 2445 ლარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად