პირველი დღე სკოლაში – პატარა ლუსის სკოლამდე და სკოლის მერე ფოტომ ინტერნეტი მოიცვა

ინტერნეტში გავრცელდა ფოტო, რომელზეც პატარა ლუსის მიერ სკოლაში გატარებული პირველი დღეა აღბეჭდილი, უფრო სწორად, ფოტო, სანამ წავიდოდა იგი სკოლაში და მეორე ფოტო, თუ როგორი დაბრუნდა იქიდან.

დედამისი ჯილი ამბობს, რომ ლუსი ძალიან მოწესრიგებული გოგონაა და უყვარს, როდესაც ლამაზად გამოიყურება. მისთვის შოკი იყო, როდესაც სკოლიდან დაბრუნებული ლუსი ნახა, რომლის ვარცხნილობაც აჯეჯილი იყო, ტანისამოსი მოდღლეზილი, წინდები კი ჩაჩაჩული.

ჯილი ამბობს, რომ როდესაც ლუსის ჰკითხა, თუ რა მოხდა სკოლაში, გოგონამ უთხრა, რომ “ისეთი არაფერი” და რომ კარგი დრო ატარა და მასწავლებლებიც ძალიან მოეწონა.

როდესაც ჯილმა ლუსის ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, მას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ბევრი მოწონება დააგროვა. მოგვიანებით, ფოტო ადგილობრივ გაზეთშიც კი დაიბეჭდა. ეს ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, ლუსიმაც იცოდა და ძალიან უხაროდა და ამობდა, რომ იგი ცნობილი გახდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...