პირველი არხის საიტზე რუსულ პროვაიდერზე დარეგისტრირებული IP​ მისამართიდან კიბერშეტევა განხორციელდა

ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

“საქართველოს პირველი არხის ვებგვერდზე 1tv.ge ერთ-ერთ რუსულ პროვაიდერზე დარეგისტრირებული IP​ მისამართიდან კიბერშეტევის მცდელობა აღიკვეთა.

ვებპორტალზე ბოლო 20-30 წუთის განმავლობაში ანომალიური დატვირთვა ფიქსირდებოდა.

როგორც სპეციალისტებმა დაადგინეს, გამოვლინდა ერთი IP​ მისამართი, საიდანაც სავარაუდოდ ხორციელდებოდა საიტის სკანირება ან ერთი კონკრეტული მისამართიდან შეტევის მცდელობა.

საეჭვო მისამართი ამ დროისთვის დაბლოკილია”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად