პირველი არხის ოპერატორს მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ და აპარატურა დაუმტვრიეს (ვიდეო)

მარნეულში საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფის კამერა დაამტვრიეს და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ თავად მაუწყებლის ჟურნალისტები იტყობინებიან.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, შემთხვევა „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლის დროს მოხდა.

ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი პირი საქართველოს პირველი არხის ოპერატორს თავს დაესხა, ცემა და კამერა დაუმტვრია.

საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი ამ დროისთვის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად