A1 ბანერი

პირველადი მონაცემებით, სტიქიამ შუახევს 100 000 ლარზე მეტი ზარალი მიაყენა

შუახევში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს. პირველადი მონაცემებით, სტიქიამ მუნიციპალიტეტს 100 000 ლარზე მეტი ზარალი მიაყენა,– ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ცნობით, შუახევში სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდების აღდგენა დილიდან დაიწყო, სამუშაოებს ადგილობრივებთან ერთად ჰესის მშენებელი კომპანიის "აჭარის წყალ ჯორჯიას" წარმომადგენლები ახორციელებენ.

მოსახლეობა ამ დროისათვის ალტერნატიული გზებითა და ხიდებით სარგებლობს. ევაკუირებული 10-მდე ოჯახი საცხოვრებელ სახლებს დაუბრუნდა და აღდგენილია ელექტროენერგიაც.

სტიქიის ზონას გეოლოგები სწავლობენ. პარალელურად, სტიქიის შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის მიერ ზარალის დათვლა მიმდინარეობს. 

მიმდინარე სამუშაოებს გამგებელი ტარიელ ებრალიძე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსი, გიორგი რომანაძესთან ერთად გაეცნო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...