პირველად, საუდის არაბეთში ქალებს ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში მსახურების უფლება მისცეს

ქვეყნის ისტორიაში პირველად, საუდის არაბეთში ქალებს ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში მსახურების უფლება მისცეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Asharq Al-Awsat-ი თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყებაში ჯარში მსახურების თაობაზე განცხადების მიღება დაიწყო. მედიის თანახმად, მათ შეეძლებათ არა მხოლოდ ჯარისკაცები იყვნენ, ასევე სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალებში, ასევე საჰაერო თავდაცვის ძალებში, სტრატეგიული რაკეტებისა და შეიარაღებული ძალების სამედიცინო სამსახურებში პოზიციები დაიკავონ.

როგორც გამოცემა დასძენს, 2018 წელს ქალებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სააგენტოებში, მათ შორის ნარკომანიისა და სისხლის სამართლის გამოძიების განყოფილებებში, ასევე ინსპექტირების, საბაჟო და უსაფრთხოების სამსახურებში მუშაობის უფლება მიეცათ.

ბრიგადის გენერალმა ჰასან ალ შეჰრიმ Asharq Al-Awsat- ს განუცხადა, რომ ქალების ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ყოფნა “სწორი მიმართულებით გადადგმული პროგრესული ნაბიჯია”. მან აღნიშნა, რომ ქალებისთვის ჯარში მრავალი ვაკანტური პოზიციაა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად