პირველად საქართველოში 2017 წლის საბავშვო ევროვიზია თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება

2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, თბილისს ევროპის 16 ქვეყნის წარმომადგენელი ახალგაზრდა ვარსკვლავი ეწვევა. ღონისძიება 26 ნოემბერს ჩატარდება. 

პირველად ევროვიზიის ისტორიაში, ამოქმედდება ხმის მიცემის განახლებული სისტემა, რაც გულშემატკივარს მისცემს შესაძლებლობას, რჩეულ შემსრულებელს მისცეს ხმა ონლიან რეჟიმში. 
განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცევა საქართველო, თბილისი.

საბავშვო ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-15 კონკურსს 26 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს. კონკურსის ჩატარება თბილისის სპორტის სასახლეში იგეგმებოდა, თუმცა მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება შეიცვალა. თბილისის ოლიმპიური სასახლე მეტად მოსახერხებელია დელეგაციებისთვის, მედიის წარმომადგენლებისთვისა და გულშემატკივართათვის.

ხმის მიცემის წესი

2017 წელს მნიშვნელოვანი ცვლილება არის ხმის მიცემის პროცედურაში – ხმის მიცემა ონლაინ რეჟიმში იქნება შესაძლებელი.
ონლაინ ხმის მიცემის პროცედურა დაიწყება 24 ნოემბერს და 26 ნოემბერს შეწყდება. 
გულშემატკივარს შესაძლებლობა ექნება ევროვიზიის ოფიციალურ ვებგვერდზე მოისმინოს ყველა საკონკურსო სიმღერა, ნახოს საკონკურსო მუსიკალური ნომრების ფრაგმენტები, მონაწილეთა რეპეტიციების ერთწუთიანი ვიდეორგოლები და გააკეთოს არჩევანი.
26 ნოემბერს, ლაივ-შოუ საკონკურსო ნაწილის დასრულებისას ხმის მიცემის პროცედურა 15 წუთით განახლდება. 
დამატებითი ინფორმაცია ხმის მიცემის წესისა და სხვა დეტალების შესახებ უახლოეს დღეებში გაირკვევა.

2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში 16 ქვეყანა მონაწილეობს


ლბანეთი
სომხეთი
ავსტრალია
ბელარუსი
კვიპროსი
მაკედონია
საქართველო
ირლანდია
იტალია
მალტა
პოლონეთი
პორტუგალია
რუსეთი
სერბეთი
ნიდერლანდები
უკრაინა

2016 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებულის მარიამ მამადაშვილის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი წინსვლა და სიახლეებია, ის სწავლობდა ბროდვეის მეთოდოლოგიის აკადემიაში (Broadway Method Academy). მარიამი მიიწვიეს ნიუ იორკის სააგენტოში Take 3 Talant. მარიამის წარმატება, კარგი მაგალითია იმისა, რომ 2017 წლის საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებულს წინ მრავალი სიახლე ელის.

ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად