პირველად პანკისის ხეობაში, ქალები და კაცები ჰესების მშენებლობის დაწყებას ერთად აპროტესტებენ- ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი(ვიდეო)

დღეს პანკისის ხეობაში კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ მცირე ჰესის „ხადორი – 3“-ის სამშენებლო სამუშაოებს იწყებენ. ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება. ჰესის მშენებლობა 12 თვეში დასრულდება. ჰესის წლიური გამომუშავება 27,5 მილიონი კლვტ/სთ-ია. თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობა ეწინააღმდეგება ჰესების მშენებლობას და არ აძლევენ კომპანის სამუშაოების დაწყების უფლებას. ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი.

“პანკისის სათემო რადიოს” ინფორმაციით სპეცრაზმსა და ადილობრივებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

 

პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობა დაიწყო. მობილიზებულია სპეცრაზმი და დიდი რაოდენობით პოლიცია.

Posted by პანკისის სათემო რადიო / Radio Way on შაბათი, 20 აპრილი, 2019

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...