პირველად მაღალმთიან აჭრაში ნიჭიერ ბავშვთა ორკესტრმა კლასიკური მუსიკის კონცერტები გამართა

უპრეცედენტო ფაქტია, რომ პირველად მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ნიჭიერ ბავშთა ორკესტრმა ირინა ოდიშარიას ხელმძღვანელობით კლასიკური მუსიკის კონცერტები გამართა. აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტის მოსწავლეებს საშუალება მიეცათ მსოფლიოს კომპოზიტორების საუკეთესო რეპერტუარს გაცნობოდნენ. ბათუმის ზაქარია ფალიაშივილი სამუსიკო სკოლის შემდეგ, კონცერტები ქობულეთის კულტურის ცენტრში და სოფელ ქობულეთში გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის 5 საჯარო სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.

ქედის, შუახევის და ხულოს სკოლის მოსწავლეებმა პირველად ცოცხალი შესრულებით გია ყანჩელის და დასავლეთ ევროპელი კომპოზიტორების ნაწარმოებები ადგილზე მოისმინეს. ორკესტრის დირიჟორმა მოზარდმა მარიამ შაშიაშვილმა მაღალმთიანი აჭარის მოსწავლეების დიდი სიმპატია და განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა. აჭარის მაღალმთიანეთის ულამაზესმა ბუნებამ და ადგილობრივი მოსახლეობის აქტიურმა ჩართულობამ მომავალი თანამშრომლობის გეგმებზე უბიძგა თბილისის ნიჭიერთა ათწლედს. მომავალში ქედის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლასა და ნიჭიერთა ათწლედის შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება იგეგმება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად