პირველად ისტორიაში, ვერდის საერთაშორისო ფესტივალი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიხსნება

ვერდის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი თბილისში, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 16 აგვისტოს გაიხსნება.

ფესტივალის ერთსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ის პირველად ტოვებს იტალიის ქალაქ პარმას. გასულ წელს გაფორმდა სამწლიანი ხელშეკრულება ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრსა და პარმას ოპერის სამეფო თეატრს შორის, რომელიც ვერდის ფესტივალის ლიცენზიის ერთადერთი მფლობელია.

ფესტივალს გახსნის ოპერა „ბალ-მასკარადი“, ხოლო 23 აგვისტოს ღონისძიება Black Sea Arena-ზე გადაინაცვლებს და დასრულდება დადგმით „აიდა“.

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელიც დიდი იტალიელი კომპოზიტორის, ჯუზეპე ვერდის შემოქმედებას ეძღვნება, ყოველწლიურად იტალიის ქალაქ პარმაში, კომპოზიტორის დაბადების დღეს – 10 ოქტომბერს ტარდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად