პირველად, ევროპულ პოლიციას ქალი უხელმძღვანელებს

ბელგიის პოლიციის ხელმძღვანელი, კატრინ დე ბოლი „ევროპოლს“ უხელმძღვანელებს,-ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Liberation ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქალი ევროპულ პოლიციას უხელმძღვანელებს.
აღსანიშნავია, რომ კატრინ დე ბოლი აღნიშნულ თანამდებობაზე 2017 წლის დეკემბერში 28 კანდიდატს შორის შეარჩიეს, ხოლო 8 მარტს ევროპის საბჭომ მისი კანდიდატურა დაამტკიცა.
კონვენციას ევროპოლის შექმნის შესახებ 1995 წელს მოეწერა ხელი, ძალაში კი 1998 წელს შევიდა. საპოლიციო თანამშრომლობა გათვალისწინებულია ევროკავშირის ხელშეკრულების მეექვსე თავით. მის დებულებათა განსახორციელებლად 1995 წელს შეიქმნა ევროპოლის ნარკოტიკების დროებითი განყოფილება.

ევროპის პოლიციის სამსახურმა ევროპოლის ნარკოტიკების განყოფილება 1999 წლის 1 ივლისიდან შეცვალა. ევროპოლის შტაბბინა მდებარეობს ჰააგაში.

ცნობისთვის, რუმინეთის მთავრობას პირველად ქვეყნის ისტორიაში ქალი უხელმძღვანელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად