პირველად, ავსტრიის კანცლერის თანამდებობა ქალმა დროებით დაიკავა

ავსტრიის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ბრიჯიტ ბირლიაინი დროებითი კანცლერი გახდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვან დერ ბელენმა განაცხადა, მან გადაწყვიტა, ბირლიაინი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე დროებით კანცლერად დაინიშნოს.

ავსტრიის პარლამენტმა სებასტიან კურცის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. სამშაბათს, 28 მაისს, ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვან დერ ბელენმა ის კანცლერის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
მთავრობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად ვიცე- კანცლერი ჰარტვიგ ლოგერი დაინიშნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად