პირველად აშშ-ში, სან-ფრანცისკოში ელექტრონული სიგარეტის გაყიდვა აიკრძალა

კალიფორნიის შტატის ქალაქი სან-ფრანცისკო, პირველი ამერიკული ქალაქი გახდა, სადაც ელექტრონული სიგარეტის გაყიდვა აიკრძალა. CNN- ის ცნობით, გადაწყვეტილება ქალაქის საკრებულომ სამშაბათს, 25 ივნისს კენჭისყრის შედეგად მიიღო.

გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ნებისმიერი სახის ელექტრონული სიგარეტის გაყიდვა აიკრძალება, რომელსაც უსაფრთხოების სერტიფიკატი არ ექნება. ტელეარხის ცნობით, ჯერჯერობით კომპანიას ასეთი ნებართვა არ მიუღია.
ელექტრონული სიგარეტების გაყიდვა არა მხოლოდ მაღაზიებში, ასევე ინტერნეტითაც აიკრძალა. აღნიშნულ დაწყვეტილებას მხარი სან-ფრანცისკოს მერმა, ლონდონ ბრიდმა დაუჭირა.

“ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ იმისთვის, რომ სან ფრანცისკოს ახალგაზრდობა და მომავალი თაობები ამ დამოკიდებულებისგან დავიცვათ”, – განაცხადა მან კენჭისყრამდე.

ქალაქის მერმა ხელი უნდა მოაწეროს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, უახლოეს მომავალში ელექტრონული სიგარეტის გაყიდვა აიკრძალება. გადაწყვეტილება ძალაში 30 დღის განმავლობაში შედის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად