პირველად 2021 წელს ინდოეთში ადამიანი ფრინველის გრიპით გარდაიცვალა

პირველად 2021 წელს ინდოეთში ადამიანი ფრინველის გრიპით გარდაიცვალა. პაციენტი 11 წლის ბიჭია. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი Indian Express ავრცელებს.

ბავშვი საავადმყოფოში თვის დასაწყისში გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებაში მან ორ კვირაზე მეტი გაატარა და 20 ივლისს გარდაიცვალა. კლინიკის თანამშრომლები, რომლებსაც ბიჭთან კონტაქტობდნენ, იზოლაციაში გადავიდნენ.

მანამდე H5N6 ფრინველის გრიპის ვირუსით ადამიანის ინფიცირების შემთხვევა ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ პროვინციაში სიჩუანში დაფიქსირდა.

კომენტარები
იტვირთება...