პირველად 2020 წლის მარტის შემდეგ, ავსტრალია საზღვრებს ხსნის

ავსტრალიამ 1 დეკემბრიდან უცხოელების გარკვეული კატეგორიისთვის საზღვრების გახსნა დააანონსა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ქვეყანაში შესვლისას უპირატესობა მიენიჭება გარკვეულ ჯგუფებს, მათ შორის კვალიფიციურ მუშაკებსა და სტუდენტებს, იაპონიისა
და სამხრეთ კორეის მაცხოვრებლებს.

ავსტრალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, კარენ ენდრიუსმა აღნიშნა, რომ ყველა, ვინც ქვეყანაში შემოდის, სრულად უნდა იყოს აცრილი, ჰქონდეს კოვიდტესტის უარყოფითი პასუხი.

პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა საზღვრების გახსნას “მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი” უწოდა. ის ელოდება, რომ დეკემბერსა და იანვარში ქვეყანაში 200 000 უცხოელი ჩამოვა.

ავსტრალიამ საზღვრები 2020 წლის მარტში დახურა და ქვეყნიდან საკუთარ მოქალაქეებსაც არ უშვებდა.

ამჟამად ქვეყანაში მოსახლეობის 85%-ია აცრილი, შესაბამისად, 3 დეკემბრიდან ახალი ზელანდია მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებს გააუქმებს.

კომენტარები
იტვირთება...