პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში Covid-19-ით ინფიცირებულ ცოლ-ქმარს მკურნალობენ

ამის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელთან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლალი ტურძელაძემ.

„გუშინ, შუადღის შემდეგ შემოვიდა ორი პაციენტი, მეუღლეები და გვიან ღამით მოხდა დიაგნოზის დადასტურება. სულ ტესტი გუშინ გავუკეთეთ ცხრა პაციენტს და ეს ორი იყო მხოლოდ დადებითი. მათ კონტაქტი ჰქონდათ ერთ ინფიცირებულ პაციენტთან, რომელიც ამჟამად მკურნალობს ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში. სწორედ მასთან ჰქონდა ახლო კონტაქტი ქალბატონს. ეს ქალბატონი იყო ბინაზე, ერთი კვირა ჰქონდა ცხელება, შემდეგ თავად მიმართა კერძო გენეტიკურ ლაბორატორიას და გაიკეთა ახალ კორონა ვირუსზე ტესტი. იქ აჩვენა დადებითი შედეგი, რის შემდეგაც გადმოიყვანა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ.
მას შემდეგ, რაც ქალბატონს მისცა სიცხემ, მამაკაცი გადავიდა სხვა სახლში, მაგრამ მასაც დაუფიქსირდა ტემპერატურა, ანუ ორივე პაციენტი სხვადასხვა ადგილიდან გადმოიყვანეს ჩვენთან. ჯანმრთელობის მდგომარეობა ქალბატონთან საშუალო სიმძიმის არის, გამოხატულია დამახასიათებელი პნევმონია, თავის დამახასიათებელი ყველა სურათით კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე. მამაკაცთან შედარებით სუსტად გამოხატული პნევმონიაა. უფრო უკეთესად არის მამაკაცი, ვიდრე ქალბატონი, თუმცა არც ერთი არ არის მართვით სუნთქვაზე გადაყვანილი“,- განაცხადა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ლალი ტურძელაძემ.

შეგახსენებთ, თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა საბედნიეროდ სტაბილურია

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 38 დადასტურებული შემთხვევაა

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად