პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში COVID-19-ით ინფიცირებულ ახალ პაციენტს მწვავე პნევმონია დაუდასტურდა

ამის შესახებ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატინმა, ჟურნალისტბთან განაცხადა.

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში COVID-19-ით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტიდან ერთს მწვავე პნევმონია აქვს

„გუშინ იყო 52, ახლა არის 54 შემთხვევა ჩვენთან. დაგვემატა ორი ახალი პაციენტი, ჩატარებულია კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები. დადასტურდა ერთ მათგანთან მწვავე პნევმონია. დაწყებულია მკურნალობა პროტოკოლის მიხედვით“ , – განაცხადა რატიანმა.

ცნობისთივის, საქართველოში კორონავირუსის სულ 214 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 50 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 3 პაციენტი გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად