პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 7 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს

თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ინფორმაციით, მათთან მოთავსებულია 15 პაციენტი, აქედან კოვიდინფიცირებულია შვიდი პირი.

ინფორმაციას საუნივერსიტეტო კლინიკა ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.

„28 მაისის მონაცემებით, ჩვენს კლინიკაში სულ მოთავსებულია 15 პაციენტი, აქედან კოვიდინფიცირებულია შვიდი პაციენტი. რეანიმაციის მიმართულებაში ერთი პაციენტი მკურნალობს. თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 14 პაციენტი“, – აღნიშნულია პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ფეისბუქგვერდზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად