ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 78 პაციენტი, აქედან 58 არის დადასტურებული შემთხვევა. დღეს კლინიკიდან 1 გამოჯანმრთელებული ეწერება, კიდევ 11-ის განმეორებით პასუხს ველოდებით. რეანიმაციაში მყოფ 3 პაციენტთან კორონავირუსი არ დადასტურდა. გვყავს 2 ახალი პაციენტი, რომლებსაც პირველადი ტესტით კორონავირუსი დაუდგინდა, ველოდებით ლუგარიდან პასუხებს. საერთო ჯამში ჩვენს კლინიკაში კორონავირუსით 154 ადამიანი გვყავდა, აქედან 95 პაციენტი უკვე გაწერილია“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
შეგახსენებთ: საქართველოში კორონავირუსი 626 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 297 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 10 პაციენტი.