პირველ დეკემბერს გალერეა „კადემია+“-ში გამოფენა სახელწოდებით “WOMEN IN COLOR” გაიხსნება

პირველ დეკემბერს გალერეა „კადემია+“-ში გამოფენა სახელწოდებით “WOMEN IN COLOR” გაიხსნება.

გამოფენაში მონაწილეობას ახალგაზრდა ხელოვანები – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ფაკულტეტის, მაგისტრატურის სტუდენტები იღებენ. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ხვადასხვა ფორმატში შესრულებული ნამუშევრები: ფერწერა, ხატვა, ქანდაკება და შერეული მასალა.

ხელოვანებისთვის ამ თემის წარდგენა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს, ის სფეროა, სადაც პრობლემა გარედან არ ჩანს და პროცესები უფრო დაფარულია. გამოფენაში მონაწილეობენ: თამარ თალი თოიძე ანა ბოტკოველი მედეა ყირიმელი. გამოფენა ეწყობა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მხარდაჭერით.

გამოფენის გახსნა 19:00 მისამართი: ქ.თბილისი შარდენის ქუჩა #19

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...