პირს, რომელმაც დეპუტატ ანრი ოხანაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ახალციხის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული წესით ვახტანგ რობაქიძეს, რომელმაც პარლამეტის იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა, სამდღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

შეგახსენებთ, ანრი ოხანაშვილი ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში ოჯახის წევრებთან ერთად ვახშმობდა, სადაც ვახტანგ რომნაქიძემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ვახტანგ რობაქიძე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 173-ე მუხლით დააკავა,  რაც პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ასევე, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად