პირს, რომელმაც ანა სუბელიანს სახეში მობილური ესროლა, აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შალვა შევარდნაძეს აღკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

შალვა შევარდნაძემ სასამართლოზე განაცხადა, რომ მომხდარი ფაქტი შემთხვევითობა იყო.  “იმ ბიჭს ვესროლე მობილური ტელეფონი. გოგოსთვის არ მინდოდა, მაგრამ მოხვდა. ეს არ იყო დაგეგმილი, რომ დამეგეგმა მობილურის ნაცვლად ვესროდი სხვა რამეს”.

შეგახსენებთ, 2019 წლის 8 ნოემბერს კინოთეატრ “ამირანთან” მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სადაც “ქართული მარში” და ბიზნესმენ ლევან ვასაძის მომხრეები ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერას აპროტესტებენ, სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი დაშავდა. მოგვიანებით, მომხარ ფაქტზე შალვა შევარდნაძე დააკავეს.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად