პირლომ მწვრთნელის რანგში პირველი ტიტული მოიგო – იუვენტუსი იტალიის სუპერთასის გამარჯვებულია

ანდრეა პირლომ მწვრთნელის რანგში პირველი ტიტული მოიგო. ეს მოხდა იტალიის სუპერთასის მატჩში, როდესაც ტურინულმა კლუბმა “ნაპოლი” დაამარცხა ანგარიშით 2:0.

ისტორიული გამოდგა ეს მატჩი რონალდოსთვის, რომელმაც თავის 760-ე გოლი გაიტანა კარიერაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა დროის საუკთესო ბომბარდირია. მან ეს მატჩის 64-ე წუთზე მოახერხა. რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.

“იუვენტუსმა” მატჩი მძიმედ დაიწყო, როგორც ამას ტრადიციულად აკეთებს ბოლო პერიოდში. პირველ ტაიმში მას მომენტი საერთოდ არ შეუქმნია. მეტოქემ კი ერთი რეალური მომენტი შექმნა, ლოზანოს ურთულესი ბურთი აუღო. გოლი გაშვების შემდეგ სამხრეთ იტალიელებს გათანაბრება შეეძლოთ. მატჩის 80 წუთზე დრის მერტენსი საჯარიმოში მაკკინიმ წააქცია, მატჩში პენალტი დაინიშნა, თუმცა ლორენცო ინსინიემ 11 მეტრიანი დარტყმა ააცილა. 93-ე წუთზე ნაეპოლელებს ისევ შეეძლოთ გათანაბრება, მაგრამ ვიოჩეც შჩესნიმ ურთულესი ბურთი მოიგერია. ბოლო წამებზე კი კონტრშეტევა ტურინულმა კლუბმა გოლით დაასრულა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად